MEA CULPA ლუი-ფერდინანდ სელინი "ორიოდ ბოღმა კიდევ მაკლია. თუმც ვიცი, რომ არსებობენ. " რაც კომუნიზმში გხიბლავს, რაც მართლაც მისი უზარმაზარი უპირატესობაა, ისაა, რომ ბოლოსდაბოლოს ნიღაბს ჩამოჰგლეჯს ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲡ! განძარცვავს მას "ბოდიშებისგან". საუკუნეებია, რაც გვაბრუებს – ინსტინქტებით, ტანჯვით, ზღაპრებით..., როგორც უნდა, ისე გვაბითურებს... ვერ წარმოიდგენ, რა ფლიდია!.... ის ხომ საიდუმლოა, ის ხომ კუთხეში შეყუჟული დიად ალიბის ამოფარებია: "ძლიერთა მიერ ექსპლოატირებული." უტყუარი გამართლებაა... დაწყევლილი სისტემის მოწამე! ნამდვილი იესოა!... "მეც ! შენც! და ისიც ! ვართ ექსპლუატირებულები! " ძირს ეს თაღლითობა! ძირს ეს სისაძაგლე! დალეწე ბორ...